in

თუ თქვენ გაწუხებთ სახსრების, ზურგის, ფეხისა და კისრის ტკივილი, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა!

თუ თქვენ გაწუხებთ სახსრების, ზურგის, ფეხისა და კისრის ტკივილი, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა!

TBILISI – თუ თქვენ გაწუხებთ სახსრების, ზურგის, ფეხისა და კისრის ტკივილი, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა!.

დღეს ჩვენ გვინდა გასწავლოთ ერთი ხალხური რეცეპტი, რომლის დახმარებითაც შეძლებთ შეინარჩუნოთ სახსრები კარგ მდგომარეობაში და აღმოფხვრათ მათთან დაკავშირებული პრობლემები.

ამ რეცეპტის გამოყენების შემდეგ თქვენ დარწმუნდებით რომ ის ნამდვილად მუშაობს.

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ 150 გ ( ერთი თვის მარაგი) ნებისმიერი სახის საკვები ჟელატინი და წყალი.

მომზადება:-გააცივეთ მაცივარში წყალი, როდესაც გაცივდება გამოიღეთ ცალკე გადაასხით დაახლოებით ¼ წყალი ჭიქაში და დაუმატეთ მას 5 გრამი ჟელატინი.

(ეს დაახლოებით 2 ჩაის კოვზი გამოვა). აურიეთ კოვზით და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.

(უკეთესია ეს გააკეთოთ საღამოს, რომ მომზადებული მასა გააჩეროთ მთელი ღამის განმავლობაში) როდესაც ჟელატინი გაფუვდება, ეს მასა ღამე გადაიქცევა ჟელედ.

დალიეთ ეს ნარევი უზმოზე დილით. თუ არ მოგწონთ მისი გემო, შეგიძლიათ დაამატოთ წვენი, თაფლი, იოგურტი ან არაჟანი.

გაიმეორეთ ეს პროცედურა ზედიზედ 7 დღის განმავლობაში.

ადამიანები, რომლებიც ამ რეცეპტს იყენებენ, ამბობენ, რომ ის ნამდვილად ამცირებს ზურგის, ფეხისა და ხერხემლის ტკივილს.

მკურნალობის სრული კურსი გრძელდება ერთი თვე. მისი გავლა შეგიძლიათ არა უმეტეს 6 თვეში ერთხელ.

რატომ არის კარგი ჟელატინი სახსრებისთვის?

ჟელატინი შეიცავს ორ ამინომჟავას: პროლინს და ჰიდროსიპროლინს. ორივე ეფექტურად აღადგენს სხეულის შემაერთებელ ქსოვილს.

ასევე ჟელატინი ასტიმულირებს შემაერთებელი ქსოვილების ზრდას და მოცულობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია დაზარალებული სახსრების შემთხვევაში.

რა სასარგებლო თვისება აქვს ჟელატინს?

ჩვეულებრივ ჟელატინს ძალიან ბევრი სარგებელის მოტანა შეუძლია ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობასა და გაძლიერებისთვის.

მაგალითად:-ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი გოგონებისთვის არის თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობა, მაგრამ ხშირად ისინი ძალიან თხელდება და ტყდება, სწორედ ასეთი პრობლემის მოსაგვარებლად არაჩვეულებრივი პროდუქტია ჟელატინი.

იგი აჩქარებს თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის ზრდას და გაძლიერებას.

გარდა ამისა იგი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, აძლიერებს გულის კუნთებსა და სახსრებს.

ასევე უზრუნველყოფს იოგების ელასტიურობასა და კანის გაჯანსაღებას.

ზრდის გონებრივ შესაძლებლობას და ხელს უშლის ოსტეოართრიტის განვითარებას. მთავარია იგი სწორად გამოვიყენოთ.