in

“ბორჯომის” მუშები გაფიცვას წყვეტენ – კომპანია დასაქმებულებთან დათმობაზე მიდის

– “ბორჯომის” მუშები გაფიცვას წყვეტენ – კომპანია დასაქმებულებთან დათმობაზე მიდის

ბორჯომის ადმინისტრაციასა და დასაქმებულებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

კომპანიამ მზაობა გამოთქვა, რომ დასაქმებულების ხელფასი მინიმუმ 30%-ით გაიზარდოს.

ადმინისტრაციამ ასევე კადრების დამატების გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ მუშების შრომა  შემსუბუქდეს. 

დასაქმებულები სავარაუდოდ, პროტესტს შეწყვეტენ და სამუშაო ადგილებს  ხვალიდან დაუბრუნებიან.

მოთხოვნები დაკმაყოფილდა, ველაპარაკეთ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ყველაფერი დაკონკრეტდა, ყველაფერს დავაკანონებთ საბუთებით”, – ამბობს დასაქმებული.

“ბორჯომის” ქარხანაში დასაქმებულები 18 მაისიდან გაფიცულები იყვნენ.

ისინი ხელფასების მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.